LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დათანხმდა ნანუკა სტამბოლიშვილი რეალით შოუში „კუნძული“ მონაწილეობას: „იმედი მაქვს გავამართლებ მოლოდინებს!“

2332
fot (3)

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და „პრაიმშოუ სტუდია“ სექტემბრიდან ახალ მეგაპროექტს იწყებს სახელწოდებით „კუნძული“.

ვიდეო: „იმედის“ ეთერში რეალითი შოუ „კუნძული“ იწყება: ნახეთ მონაწილეები

ცნობილია, რომ რეალითი შოუს ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი იქნება.

„თავიდანვე გავიაზრე – „კუნძული“ იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა… მიხვდი იმასაც, რომ ჩემს ძვირფას გულშემატკივრებს მიეცემოდათ საშუალება დაენახათ მათი ნანუკა სულ სხვა კუთხით! ამიტომაც დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას.

იმედი მაქვს გავამართლებ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი მოკეთეების მოლოდინებს!“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.