LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს EBRD საქართველოში ინვესტიციების მოცულობას გაზრდის

35

EBRD საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა:  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

„აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გახლავთ მთავარი პარტნიორი საქართველოსთვის. გასულ წელს, მათ განახორციელეს ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენთან ურთიერთობის ისტორიაში და ძალიან სასიხარულოა, რომ 2018 წელს  ბანკი აპირებს ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მათი პორტფელის 90%-ზე მეტი, მიმართული იქნება კერძო სექტორის  დასაფინანსებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   

„ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაკავშირებს. ძალიან სასიამოვნო იყო ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა.  გასული წელი, რეკორდული იყო EBRD-ის მიერ საქართველოში განხორცილებული ინვესტიციების თვალსაზრისით, რომელმაც  270 მილიონი ევრო შეადგინა  და მოიცვა 20 პროექტი სხვდასხვა სექტორში.  ვფიქრობთ, მიმდინარე წელიც გამორჩეული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტებით“ , – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოში ბანკის დაფინანსების ოდენობა 205 პროექტისათვის შეადგენს, დაახლოებით, 2.9 მილიარდ ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები