LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე მამაკაცს ქარისგან წაქცეული ხე დაეცა (ვიდეო)

40

წერეთლის გამზირზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც მამაკაცს დაეცა, ვიდეოს „იუთუბის“ მომხმარებელი ხატია სულაბერიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ხე სწორედ მაშინ წაიქცა, როდესაც ტაქსის მძღოლმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.

როგორც რადიო „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მამაკაცს მაშველები დაეხმარნენ და მისი გამოყვანა მალევე მოახერხეს. მძღოლს სხეულის მცირე დაზიანებები ჰქონდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება.

ძლიერი ქარის გამო დღეს დილიდან 250-მდე გამოძახება იყო, ძირითადად გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონიდან. დედაქალაქის ქუჩებში მოგლეჯილია ხეები, ბოძები, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები