LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა – დაშავებულია 13 ადამიანი

27

ცოტა ხნის წინ, წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები