LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში შედგება – ირაკლი კობახიძე

60

“არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, რაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და მაღალი აქტივობისთვის ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

“ქართულმა ოცნებამ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება თვითმმართველობის არჩევნებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარი მონაცემებით მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კახა კალაძე ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო და მან პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ასევე ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მიულოცა გამარჯვება.

“ჩვენი სლოგანი ქართული ოცნების იყო ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოსთვის და ამისთვის არსებითი განახლება იქნა უზრუნველყოფილი ჩენი მხრიდან, წარდგენილი იყო უამრავი ახალი კანდიდატი როგორც მერის პოსტზე, ასევე საკრებულოს წევრად და მათ დამაჯერებელი გამარჯვებ მოიპოვეს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები