LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლამდე ბავშვები შებინდების შემდეგ სასეირნოდ არ გაიყვანოთ” – პაატა იმნაძის რეკომენდაციები

48

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონური ინფექციების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აძლევს. მისი თქმით, ზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდება ლეიშმანიოზი და ნაწლავთა ინფექციები. იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ლეიშმანიოზის თავიდან ასარიდებლად წლამდე ბავშვები შებინდების შემდეგ გარეთ სასეირნოდ არ გაიყვანონ, წლის ზემოთ ასაკის ბავშვები კი საღამოს პერიოდში დახურული სამოსით ასეირნონ, ან – სხეულზე საგანგებო სპრეი შეასხურონ, რომელიც მწერების კბენისგან დაიცავს.

რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს,იმნაძე ურჩევს მოსახლეობას, აქტიურად დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხშირად დაიბანონ ხელები, სასმელად ნუ გამოიყენებენ მდინარეებისა და ტბების წყალს, ნუ შეიძენენ საეჭვო წარმოების ხორცპროდუქტებს, რომელიც არასათანადო პირობებში იყიდება.

ბოტულიზმის თავიდან ასარიდებლად კი არ უნდა მოვიხმაროთ დაკონსერვებული პროდუქტი, რომელიც მოხმარებამდე თერმულად არ მუშავდება.

პაატა იმნაძის თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში დაფიქსირდა, თუმცა თავად ვირუსი ქვეყანას არ ემუქრება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მალარია არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები