LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ჰქვია ბათილდება? ბატონი გიორგის გამონათქვამებზე ახლა კომენტარს ნუ მომთხოვთ, თუ შეიძლება” – რას პასუხობს პაატა იმნაძე ფხაკაძეს

990
BeFunky-collage (38)

“ბატონი გიორგის გამონათქვამებზე ახლა კომენტარს ნუ მომთხოვთ, თუ შეიძლება”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.

გადაცემის წამყვანმა მაკა რაზმაძემ იმნაძეს ჰკითხა:

გიორგი ფხაკაძე იყო ჩემ გადაცემაში სტუმრად და თქვა, თუკი ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ ბუსტერი და მას დაემართა თუნდაც ომიკრონი, ყველა ეს აცრა ბათილდება და თავიდან უნდა აიცრასო და ასეა?

იმნაძის განცხადებით, “არაფერი ბათილდება”.

“რას ბრძანებთ, რას ჰქვია ბათილდება? ბათილდება კი არა იმუნიტეტი მატულობს ამ დროს. რა ბათილდება, რის ბათილდება”, – აღნიშნა იმნაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ  კორონავირუსის შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება.

“კორონავირუსი რნმ ვირუსია და ხდება ძალიან ბევრი მუტაცია. საერთოდ ყველა ცოცხალ ორგანიზმში ხდება მუტაცია. თუ გადავვარდებით ფილოსოფიაში, ვირუსს არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას, რადგან მას ცოცხალი უჯრედი სჭირდება, რომ გამრავლდეს. ასე თუ შევხედავთ, მუტაციები სულ მოხდება.

წესით და რიგით, უნდა ველოდოთ, რომ კორონას შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება. მე მაინც მიმაჩნია, რომ 2022 წელი ბოლო წელი იქნება პანდემიის, მერე ალბათ, კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.