LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საფრთხე ისევ არის…არსებობს რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმედ წავიდეს” – პაატა იმნაძე

220
პაატა(1)

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე სპეციალისტები მოსახლეობას ისევ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ  ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია და არსებობს რისკი იმისა, რომ აუცრელ ადამიანებში დაავადება მძიმე ფორმით წავიდეს.

„რა თქმა უნდა, საფრთხე ისევ არის. ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ.

ღარიბაშვილი: "ომიკრონის" შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს - მე ვარ მაგალითი

ორჯერ ვიყავი „ფაიზერით“ აცრილი, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს,  აღნიშნული ვირუსი, - თქვა ღარიბაშვილმა.

სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც დელტა ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4028 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მონაცემები პორტალზე არასწორად აიტვირთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები