LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – საქართველოში კვლავ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

71

უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +28, +33° იქნება.