LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, სეტყვა, ელჭექი – უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობაა

72

საქართველოში უახლოეს დღეებში კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +30, +35° იქნება.

გუშინ ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა იყო თბილისშიც. წვიმის გამო დედაქალაქში მეხანძრე-მაშველები პატრულირებდნენ. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მცირე დატბორვა იყო იუსტიციის სახლთან და ვორონცოვთან, თუმცა წყალი მალევე ამოტუმბეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები