LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვრილმანები, რომლებიც პატარებს ძალიან აღიზიანებთ

101

უფროსები ნაკლებად ვამჩნევთ წვრილმანებს, ამიტომ გვგონია, რომ ბავშვიც უმიზეზოდ ჭირვეულობს და ყურადღებას არ ვაქცევთ მის გაბრაზებას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წყენა კი, გროვდება და შესაძლოა შემდეგ, ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემაში გადაიზარდოს. საინტერესოა, რა აბრაზებთ პატარებს და რა უნდა გავითვალისწინოთ საკუთარ შვილთან ურთიერთობისას.

გულგრილობა – როცა ბავშვი მშობელთან ცდილობს ურთიერთობას, უამრავ კითხვას უსვამს და საკუთარ აზრს უზიარებს, პასუხად კი, მხოლოდ გულგრილობას ღებულობას ძალიან ბრაზობს და წყენასაც იმახსოვრობს.

თავიდან მოშორება – ბევრად უარესია, როცა საკუთარი საქმით გართული მშობელი  მსუბუქი ხელისკვრით იცილებს ბავშვს თავიდან, რადგან ამგვარი მოქმედებით ბავშვი  ყოველთვის ზედმეტად და გარიყულად გრძნობს თავს.

შეზღუდვა – 2-3 წლის ბავშვს საკუთარი ძალის მოსინჯვის და ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების სურვილი უჩნდება, ჩვენ კი, იძულებით ვაკეთებინებთ იმას, რაც გვსურს და ძალიან გვიკვირს, როცა პატარა ისტერიკას აწყობს.

დაუფასებლობა – როცა ბავშვი საკუთარი ინიციატივით ცდილობს თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანის გაკეთებას, აუცილებლად წაახალისეთ ან შეაქეთ, რადგან დაუფასებლობის შემთხვევაში ნამდვილად აღარ გაუჩნდება მსგავსი „გმირობის“ ჩადენის სურვიილი.

ანგარიშის გაწევა – ბევრს ჰგონია, რომ ბავშვებს ნაკლებად ესმით სადაა მისი ნივთები და სად სხვისი. ამიტომ, ყოველთვის დაუკითხავად ალაგებს მის სათამაშოებს ან ტანსაცმელს, რასაც პატარა მის საკუთრებზე „თავდასხმად“ და უპატივცემულობად აღიქვამს.

არჩევანის უფლება – აუცილებლად მიეცით ბავშვს უფლება თავად აირჩიოს მენიუ სადილისთვის ან ტანსაცმელი სასეირნოდ წასვლისას, რადგან ასე არა მხოლოდ პატივისცემას გამოხატავთ, არამედ ადრეულ ასაკშივე შეაჩვევთ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

მარტო დატოვება – ყველა ბავშვი განიცდის, როცა მშობელი თუნდაც რამდენიმე წუთით ტოვებს, ამიტომ მაღაზიაში გასვლის წინაც აუხსენით, რომ არც გიფიქრიათ მისი მიტოვება და აუციილებლად მალე დაბრუნდებით.

პირობის დარღვევა – თუ დაპირდით ბავშვს ნაყინის ან სათამაშოს ყიდვას, აუცილებლად შეასრულეთ, რადგან სხვაგვარად არა მარტო გულს ატკენთ თქვენს პატარას, არამედ „რეპუტაციასაც გაიფუჭებთ“, რადგან ჩათვლის, რომ თქვენს სიტყვებს ფასი არ აქვს.

სიცრუე – ნურასდროს იცრუებთ ბავშთან, რადგან ერთ დღეს აუცილებლად მიხვდება, რომ ატყუებთ და სამუდამოდ დაკარგავს თქვენს ნდობას.

სხვა ბავშის სიყვარული – პატარებს ეჭვიანობა ახასიათებთ, ამიტომ თუ სხვა ბავშვის მიმართ გამოხატავთ სიყვარულს, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი განაწყენებული პატარა შურისძიებას ჩაიფიქრებს და დიდი ხნით გაგებუტებათ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები