LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაიმი არ იქნება: ფიფა მსოფლიოს თავდაყირა აყენებს

67

ფიფას სურს მსოფლიო ჩემპიონატებზე ფრეები გააუქმოს. ამაზე The Times წერს.
პენალტების სერიას ჯგუფურ სტადიაზევე ვიხილავთ.

ფიფას ხელმძღვანელობა განიხილავს ჯგუფურ ეტაპზე საყაიმო ანგარიშის გაუქმების ვარიანტს. თუ ეს ინიციატივა მოიწონეს, მაშინ გუნდები ფრის შემთხვევაში, 90 წუთის შემდეგ პენალტებს დაარტყამენ.

მანამდე კი ფიფას თავკაცმა ჯანი ინფანტინომ შეთავაზა მსოფლიო ჩემპიონატი 48 მონაწილემდე გაზარდონ. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 16 ჯგუფში სამ-სამად დაიყოფიან, ორი მათგანი კი პლეი-ოფში გავა.

უახლოეს ორ მუნდიალზე (რუსეთი-2018 და ყატარი-2022) მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები