LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევანდოვსკი წლის ფეხბურთელია, ვინ მოიგო სხვა ნომინაციები და როგორია წლის გუნდი

90
gs9tlayh0raqjlbywdl0

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი The Best-2020-ის მფლობელი გახდა და ამაში გასაკვირი არაფერია. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიუნხენში ჩაფრინდა, რთა პრიზი პირადად გადაეცა.

წლის საუკეთესო მეკარე გახდა ლევანდოვსკის თანაკლუბელი მანუელ ნოიერი. მან იან ობლაკს და ალისონს გაასწრო.

წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა იურგენ კლოპი, რომელსაც კონკურენციას უწევდნენ ჰანს ფლიკი და მარსელო ბიელსა.

სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა „ტოტენჰემის“ კორეელმა ლეგიონერმა სონმა.

 

კრიშტიანომ მესი პირველად მოიხსენია, ლეომ არა: ვინ ვის მისცა ხმა

 

წლის საუკეთესო გუნდში შევიდნენ:
ალისონი – ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, რამოსი, დევისი – კიმიხი, დე ბრუინი, ალკანტარა – მესი, რონალდო, ლევანდოვსკი.

2019/20 წლების სეზონში ნოიერმა და ლევანდოვსკიმ „ბაიერნთან“ ერთად 5 ტროფეი მოიგეს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო France Football-მა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები