LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახური მხარე მზადაა, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოითხოვოს

96

ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ეტისბაევი „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 8 წლით გაჭიანურებულ პრობლემაზე და ქართულ კომპანიაში ჩადებულ „დიდ რესურსზე“ საუბრობს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ყაზახური მხარე, მზად არის საარბიტრაჟო სასამართლოდან სარჩელი გამოითხოვოს, თუ ქართული მხარე მისაღებ წინადადებას წარმოადგენს.

„როდესაც იქ ვდებდით ფულს, ჩვენ თავიდანვე უნდა განგვეჭვრიტა ეს რისკები. ეს იყო რისკიანი ინვესტიცია, მაგრამ ჩვენ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უნდა დავიბრუნოთ“, – ამბობს ელჩი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ყაზახ ინვესტორებს მსხვილი საინვესტიციო პროექტები აქვთ.

რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზთან“ კონსულტაციების რეჟიმში ვართ და მოლაპარაკების სურვილი ორივე მხარეს აქვს.

შეგახსენებთ, „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში, მიმდინარე წლის აპრილში უჩივლა, იმ მიზნით, რომ შვილობილ „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ კონტროლი დაიბრუნოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები