LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგი – როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს (ვიდეო)

63

ყაზბეგი – როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

​ დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები