LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზტრანსგაზმა საქართველოს მთავრობას უჩივლა: რა უნდათ ყაზახებს

86

„ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი, ყაზახური ვებ-გვერდი abctv.kz ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კომპანია, რომელმაც შვილობილი “ყაზტრანსგაზ თბილისის” გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის.

„ყაზტრანსგაზმა“ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ იმ მიზნით შეიტანა, რომ შვილობილ „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ კონტროლი დაიბრუნოს.

“ყაზტრანსგაზმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში და ახლა განხილვის პროცესშია. საარბიტრაჟო პროცესი ხანგრძლივია და დაკავშირებულია “ყაზტრანსგაზ თბილისის” ბედთან. შესაძლოა შევთანხმდეთ, შესაძლოა, პროცესი გაგრძელდეს, ამის პროგნოზირება არ შემიძლია”, – განუცხადა abctv.kz -ს “ყაზმუნაიგაზის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ საუატ მინბაევმა და დასძინა, რომ საქართველოში მოქმედი კომპანია ზარალიანი და მისი გასხვისება არც ისე ადვილია.

Global Arbitration Review-ს ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია.
შეგახსენებთ, გასული წლის გაზაფხულზე “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” გამოთქვა “ყაზტრნასგაზ თბილისის” შეძენის სურვილი, იყო ხანგრძლივი განხილვები, ყაზახური მხარე პრობლემური კომპანიის გაყიდვის იმედს გამოთქვამდა, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

“ყაზტრანსგაზ თბილისში” დროებითი მმართველი 2009 წლის 16 მარტს დაინიშნა. მაშინ სემეკმა აღნიშნა, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხება, მათ შორის, 68 მილიონი ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისათვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართებდა.

„ყაზტრანსგაზმა” ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ მისი, როგორც ინვესტორის უფლებები ილახება და თუ მოლაპარაკებები დროულად არ გადაწყდებოდა ინვესტორი საინვესტიციო საარბიტრაჟოს მიმართავდა და მოითხოვდა შპს “ყაზტრანგაზ- თბილისზე” კონტროლის დაბრუნებასა და ზარალის ანაზღაურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები