LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყულევში გადამუშავებული ნავთობი ექსპორტზეც გავა

41

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2020 წლიდან ამუშავდება. ამის შესახებ, პროექტის განმახორციელებლ კომპანია „ფაზის ოილიში“ აანონსებენ. კომპანია ქარხნის მოსაწყობად ჯამში 400 მილიონამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ყულევის ქარხანაში საერთაშორისო ბაზარზე შესყიდულ ნავთობს გემებით შემოიტანენ, ადგილზე გადაამუშავებენ და ადგილობრივთან ერთად ექსპორტზე გავა. საექსპორტო ბაზრებად უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები განიხილება. როგორც “ფაზის ოილში” განმარტავენ, პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ამ ეტაპზე მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. ამასთან, კომპანია ყულევში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც
მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.

ამავე განკარგულებით (N 790) გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები – მან სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა. ამასთან, წარმოების დაწყებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები