LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ჩემსავით რომ თამაშობდეს: რონალდო გაბრაზდა, რეალი დამთავრდა (ვიდეო)

89

კრიშტიანო რონალდო: რეალში ყველა ჩემ დონეზე რომ თამაშობდეს, პირველები ვიქნებოდით.

აი ასე თქვა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ატლეტიკოსთან“ წაგებული დერბის შემდეგ, მარცხს დაუმსახურებელი უწოდა, ხოლო პარტნიორების სათამაშო ფორმით იმედგაცრუება გამოხატა.

„ყოველ წელს პრესა წერს, რომ მე საზიზღრად ვთამაშობ, მაგრამ ციფრები და სტატისტიკა არ იტყუება. არ მინდა რომელიმე პარტნიორი დავამცირო, მაგრამ როდესაც ისინი პიკზე არ არიან, მოგება ძალიან ჭირს. მე მომწონს თამაში პეპესთან, ბენზემასთან, ბეილთან, მარსელოსთან. არ მინდა ვთქვა, რომ ხესე, ლუკასი ან კოვაჩიჩი ცუდი ბიჭები არიან. ისინი ძალიან კარგები არიან, მაგრამ…

არ ვიცი საქმე სეზონისთვის ცუდ მომზადებაშია თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ტრამვა გვაქვს. „ატლეტიკოსთან“ ბევრი მომენტი შევქმენით და გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი“, – მოიყვანა გულდაწყვეტილი რონალდოს სიტყვები „მარკამ“.

„ატლეტიკო“ კი ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზედიზედ სამჯერ დაამარცხა ლა ლიგის ეგიდით (ასეთი რამ „ბარსელონასაც“ არ უქნია). წინა ორ შემთხვევაში დიეგო სიმეონეს გუნდმა 1:0 და 2:1 მოიგო.

„ლ ლიგა დამთავრდა. საშინაო მარცხი ძალიან დიდი დარტყმაა. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. მომდევნო სეზონში გარკვეული ცვლილებები გველოდება“, – ეს უკვე „რეალის“ მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სიტყვებია, რომელმაც „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტზე პირველად წააგო.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=iqJOCGCcWIw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები