LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარალია, როცა ვერ ზეიმობ: იუვენტუსს გაუქმებული საღამო მილიონები დაუჯდა

82

„იუვენტუსმა“ 400 ათასი ევრო გადაიხადა ზეიმის გაუქმებისთვის.

ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ტურინის „იუვენტუსის“ ჯიბეს გვარიანად დაარტყა. კლუბმა ერთი მილიონი ევრო დახარჯა ტურინში ზეიმის მოსაწყობად, მაგრამ საბოლოოდ ღონისძიების გაუქმება მოუხდა.

უარის მიზეზი გახდა ერთის მხრივ „იუვენტუსის“ დამარცხება ფინალში („რეალთან“ 1:4) და ასევე ტურინელ გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი ფან-ზონაში, რომლის შედეგად 1500 ადამიანმა ტრავმა მიიღო, ხოლო ერთი ქალბატონი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ბებერ „ქალბატონს“ ჩემპიონთა ლიგის შვიდი ფინალი აქვს წაგებული, რაც ტურნირის ანტირეკორდია.
„იუვემ“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ გაუშვა ტრებლის გაფორმების შანსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები