LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა აღარ თამაშობს: როდის დაბრუნდება ფაჩულია მოედანზე

45

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა. რეგულარული ჩემპიონატის საწყის 23-ივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მყოფი “გოლდენ სტეიტის“ ქართველი ცენტრი 24-ე მატჩში მოედანზე ვერ გავიდა, რისი მიზეიც მარჯვენა მაჯის ტრავმაა.

მემფისში გამართული მატჩის წინასწარ განაცხადში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მითითებული, თუმცა მაჯის გასიების გამო მისი მოედანზე გაყვანა ექიმებმა ბოლო წამს გადაიფიქრეს.

„იუტასთან“ გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულიას მაჯაზე ყინულები ედო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი „კლიპერსთან“ შეხვედრაში იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია.

სერიოზული მართლაც არაფერია და ზაზა მოედანზე მალე დაუბრუნდება. რაც შეეხება მემფისში გამართულ შეხვედრას, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ მოულოდნელად უშანსოდ – 89:110 წააგო. ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ანდერსონ ვარეჟაომ ითამაშა, რომელმაც 18 წუთში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ვერ ჩააგდო.

მეორე მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე. „გოლდენ სტეიტმა“ ტრავმირებული ქართველი ცენტრის გარეშე „მინესოტაში“ ითამაშა და „ტიმბერვულვსს“ 116:108 მოუგო.

ამჯერად ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კევონ ლუნიმ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 18 წუთი დაჰყო და 4 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. გამარჯვებულებს 30 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, ხოლო სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა 22-22 ქულა მოაგროვეს.

21 მოგებითა და 4 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას ოკლენდელები ნიუ-ორლეანში, 14 დეკემბერს, „პელიკანსთან“ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები