LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულიას პრესტიჟული ამერიკული ჯილდო გადასცეს (ვიდეო)

76

[fbvideo link=”https://www.facebook.com/setantageo/videos/337543963325613/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]ზაზა ფაჩულიას წარმატებით ტკბობა გრძელდება. ჩვენიანი სპორტის სამყაროში ძალიან პრესტიჟულ ცერემონიაზე გამოჩნდა და თავისი უძლეველი გუნდი წარადგინა. „გოლდენ სტეიტმა“ საუკეთესო გუნდის წოდება დაიმსახურა. ჯილდოს მისაღებად კი უძლიერეს სტეფ კარისთან და კევინ დურანტთან ერთად ქართველი ცენტრიც ავიდა.

ლოს-ანჯელესში პრესტიჟული ამერიკული პრემიის ESPY (Excellence in Sports Performance Yearly) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მასში სპორტის გარდა კინო და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, წელს ექს პირველი ლედი მიშელ ობამაც მივიდა, რომელიც Cushnie et Ochs-ის კაბაში იყო გამოწყობილი და Jennifer Fisher სამკაულები ამშვენებდა.

ცერემონია ამერიკული ფეხბურთის ყოფილ მოთამაშე პეიტონ მენინგს მიყავდა.

ჯილდოები უამრავ ნომინაციაში ჩამოარიგეს და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ძირითადები გამოვყოთ.

წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კალათბურთელი რასელ უესტბრუკი დაასახელეს;

ქალი სპორტსმენი გახდა სიმონე ბაილსი, ტანვარჯიში. მანვე აიღო საუკეთესო ამერიკელი ოლიმპიური ქალი სპორტსმენის წოდება;

კევინ დურანტმა აიღო პრიზი ნომინაციაში „ჩემპიონატში საუკეთესო გამოსვლა“;

სარეკორდო გამოსვლის ჯილდო რა თქმა უნდა მოცურავე მაიკლ ფელპსმა მიიღო. მასვე მიენიჭა საუკეთესო ამერიკელი ოლიმპიური სპორტსმენის წოდება;

საუკეთესო თამაშად აღიარეს სუპერბოულის შეხვედრა „პატრიოტსა“ და „ფალკონს“ შორის;

საუკეთესო უცხოელი ათლეტი – უსაინ ბოლტი, მძლეოსნობა;

NHL-ში „პიტსბურგის“ სიდნი კროსბი გამოყვეს;

საუკეთესო მრბოლელი ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) გახდა;

NBA-ის საუკეთესო მოთამაშე „კლივლენდის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსია;

მამაკაც ჩოგბურთელად აღიარეს როჯერ ფედერერი, ქალებში გამოყვეს – სერენა უილიამსი;

და რა თქმა უნდა ჩვენთვის განსაკუთრებული – საუკეთესო გუნდი: გოლდენ სტეიტ უორიორსი.

https://www.facebook.com/setantageo/videos/337543963325613/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები