LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 6 ქულა მინესოტასთან მოგებულ მატჩში

30

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა დასავლეთ კონფერენციის მოგებას, რაც პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობის გარანტია. ოკლენდელებმა „მინესოტა ტიმბერვულვსს“ უმასპინძლეს და 121:107 დაამარცხეს.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო კლეი ტომპსონმა, რომელმაც ოკლენდელთაგან ყველაზე მეტი – 41 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება მოხსნებს, ამაში საუკეთესო ქართველი ცენტრი გახლდათ. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, გოლდენსტეიტელთაგან ყველაზე მეტი – 7 მოხსნა რომ მოეხვეჭა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

64 მოგებითა და 14 მოგებით „გოლდენ სტეიტი“ პირველ ადგილზეა როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ისე სრულიად ლიგაში. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოკლენდელებს დარჩენილი აქვთ 5 მატჩი, ხოლო მდევარ „სან ანტონიოს“ 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 7 აპრილს, სტუმრად, „ფინიქს სანსთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები