LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას გოლდენ სტეიტი ვარჯიშობს: 22 წუთი და კევინ დიურანტის დაბრუნება

41

„გოლდენ სტეიტის“ ორი კარგი ამბავი: 40-დღიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა კევინ დიურანტი, ხოლო ოკლენდელებმა მორიგი გამარჯვება შინ, „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ მოიპოვეს. მასპინძლებმა იოლი მოგება გაიფორმეს – 123:101.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის მოგება და შესაბამისად, პლეი ოფში უმაღლესი განთესვა რამდენიმე დღის წინ გაინაღდა. ახლა კი მათ დიურანტიც დაუბრუნდათ, რომელიც რეგულარულში დარჩენილ რამდენიმე მატჩს ფორმაში შესასვლელად გამოიყენებს.

სწორედ ასეთად ჩაითვლება ოკლენდელების მატჩი „ნიუ ორლეანთან“. დიურანტმა 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია – 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. ზაზა ფაჩულიაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკრგა. ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 20 ქულა მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატში ოკლენდელებს 2 მატჩი დარჩათ გასამართი, სადღეისოდ კი 66 მოგება და 14 მარცხი გააჩნიათ. მორიგი შეხვედრა „გოლდენ სტეიტს“ 11 აპრილს, ისევ შინ – „იუტა ჯაზთან“ ელის. ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს 13 აპრილს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები