LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეს მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურას იწყებს

34

ზიმბაბვეს მმართველი პარტია „ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირი – პატრიოტული ფრონტი“ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ პარტიის წარმომადგენელმა განუცხადა.

იმპიჩმენტის წინადადება პარლამენტში დღეს შევა, პროცესი კი ორ დღეს გასტანს.

მმართველი პარტიის მტკიცებით, 93 წლის მუგაბემ პირობები შექმნა მისი მეუღლის, გრეის მუგაბეს, მიერ „კონსტიტუციური ხელისუფლების უზურპაციისთვის“.

19 ნოემბერს რობერტ მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს. პარტიის ახალ ხელმძღვანელად ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები