LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი დაიხარჯება

128

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროექტირება დასრულდა და მალე მისი რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.  მისი თქმით, პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ის წელიწადნახევარში დასრულდება. ამჟამად კი მიმდინარეობს ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაციაც.

”ძალიან მალე დასრულდება ასევე უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში. ამ დონის პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ზუგდიდი მსხვილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილი გახდება”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ზუგდიდში განსახორციელებელ კიდევ ერთ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, იწყება ზუგდიდის თეატრის სრული რეაბილიტაცია.

”თეატრის რეაბილიტაციას ვახორციელებთ სენაკშიც, ამ შემთხვევაშიც ფონდი „ქართუ“ გვეხმარება. მალე ეს უნიკალური შენობები კიდევ უფრო დაამშვენებს ამ ულამაზეს მხარეს”, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები