LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

49

ზუგდიდში აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ზუგდიდში თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე აფეთქება დღეს საღამოს მოხდა.

აფეთქების შედეგად დაინგრა შენობის კედლები და გაჩნდა ხანძარი. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები