LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა

70

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ჯერ მეორე მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი ტროტუარზე მყოფ ქალს დაეჯახა.
„შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალი რამდენიმე მეტრზე მოისროლა. ის ადგილზე დაიღუპა“, – განაცხადეს თვითმხილველებმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები