LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

84

ვაპირებთ ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით და ასეთ, პირველ სასწავლებელს გავხსნით ზუგდიდში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი“ ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ერთ-ერთი პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ესაა ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ასეთ პირველ სასწავლებელს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენს ლამაზ კუთხეში, მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. მე გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემას რეგიონული მხარდაჭერის მომენტი და ფუნქცია ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები