LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა

117

ზუგდიდის მერიის წინ ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის აქცია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.ზუგდიდის ცენტრში თითქმის ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის წინ. მანამდე აქციის მონაწილეებმა გუბერნიაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე, კობა ქანთარია აცხადებს, რომ კომპენსაციის გადაცემა არ იგეგმება. ქანთარიას თქმით, კომპენსაციის საკითხის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უპასუხეს, რომ სწორედ მათ უნდა დაეთვალათ ზარალი და ეს ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაეცათ.

აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა აქციის გამართვას კვლავ აანონსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები