LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

77

ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა. ცნობილია, რომ დაშავებულები არიან ექიმი და ექთანი. ისინი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

„ახლა კვლევები უტარდებათ. დაშავებულები არიან ექიმი და ექთანი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. დიაგნოზზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ,“ –  აცხადებენ ჰოსპიტალში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები