LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს – ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია

339
ნაძალადევის სკოლა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაშო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „ფორტუნას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში, ერთ-ერთმა მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა – ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია.

უწყების ცნობით, მოსწავლეების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია და მიმდინარეობს სასწავლო პროცესის აღდგენა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მოსწავლე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: ტვ „რუსთავი 2“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები