ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და დაშავდა.
როგორც რადიო „ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ფორტუნას“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, – განგვიცხადეს კლინიკაში.