LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა – არსებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი

221
ავარია

გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სასწრაფოს ავტომობილი ამოტრიალდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს.

როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია სამი პირი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები