LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძე – თუ მოსკოვს რელურად სურს დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის

85

თუკი აგვისტოს ომის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსკოვს რელურად სურს დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის, – ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას ურჩევენ რუსეთს, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა ელიან.

„სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი დაანახებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ეხება.

„რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია/ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა, და დამნაშავეების მაგივრად ფაქტობრივად ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში. რუსეთი ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება მარია ზახაროვას მიერ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ზახაროვას თქმით, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინციდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. „ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები