LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეცვლება თუ არა მოსკოვის გამზირს სახელი – რას აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის ინიციატივაზე

264
Untitled design - 2022-02-22T145246.222

ოპოზიციური ფრაქცია თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას და ამ ქუჩისთვის უკრაინის დედაქალაქის კიევის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.

„თუ ვისაუბრებთ იმაზე, სირცხვილია თუ არა ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გამზირს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის – მოსკოვის სახელი ერქვას, ამაზე მარტივი პასუხი მაქვს – 2008 წელს, როდესაც მოხდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეების ოკუპაცია, მაშინ ის ძალა იყო ხელისუფლებაში, ვინც ახლა ამ ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვს.

მაშინ რატომ არ გადაარქვეს სახელი?“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.

მისივე თქმით, ქუჩის ან გამზირის სახელდებას შესაბამისი პროცედურები აქვს და საკრებულოს საკითხის განხილვისთვის მზად არის.

„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს. ამასთან, ნებისმიერი პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, თუკი არ იციან, ვაცნობებ, რომ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის. არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები