LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს

25

პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრებმა ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. ჭიაბერაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე და ალეპოსთან მიმართებით, ცალკე რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა.
ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტმა არ უნდა განიხილოს  ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული პროექტი, რადგან ალეპოში მომხდარი საკითხი სხვა სახელმწიფოებსაც ვერ გაურკვევიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები