LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად ვიცი, რა ვითარებაა უმრავლესობაში და ვერ ავიღებ იმის რისკს, რომ უმრავლესობა გაიყოს – გიორგი კვირიკაშვილი

51

„მე არავის ვაშინებ და ვაშანტაჟებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა ვითარებაა უმრავლესობაში და ვერ ავიღებ იმის რისკს, რომ უმრავლესობა გაიყოს,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საკონსტიტუციო პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არის ისტორიული შანსი და ისინი ცდილობენ, მისაღები დოკუმენტი მიიღონ. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება “ვენეციის კომისიის” და საერთაშორისო ინსტიტუტების აზრს ითვალისწინებს.

აქვე მან პოლიტიკური პარტიები გააკრიტიკა.

„პოლიტიკური პარიები აგებენ მუშაობას იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა შეთავაზებას შეეწინააღმდეგონ და გააკრიტიკონ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები