LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს

205
სოსო ჯაჭვლიანის გამოსვენება

ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს.

მსახიობს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ილია მეორე: ჩვენი ხალხის მეხსიერებაში სოსო ჯაჭვლიანი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილი სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები