მარინა ბერიძე შვილიშვილთან, ქეთო ედიბერიძესთან ერთად გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარი იყო.
ლელა წურწუმიას დასმულ კითხვაზე: 3 რამ, რაც აღიზიანებთ ყველაზე მეტად – მათ შემდეგნაირად უპასუხეს:
ქეთო: ტყუილი და დაგვიანება. საკმაოდ ლაღი ადამიანი ვარ და ადვილად არ ვღიზიანდები.
მარინა: სასაცილო რამეს გეტყვი, არაფერი აღარ მაღიზიანებს. ძალიან კარგად მიცნობ, მაგიჟებს არაპროფესიონალიზმი და უხარისხობა. არაგულწრფელობა და პროფესიული ტყუილი. კარგად ვცხოვრობ, დიალოგში ვარ ტელევიზორთან.