LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა ორბელაძე: „ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაშიც ტასოს ქცევები „გამოხტება“ ხოლმე… ტასოს დღეში არასოდეს აღმოვჩნდები!..“

149
ქეთა ორბელაძე

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს თავის გმირთან დაკავშირებით.

„ტასო არის გოგო, რომელიც ყველგან დამყვება. მისგან სრულიად განსხვავებული ვარ, მაგრამ ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაშიც ტასოს ქცევები „გამოხტება“ ხოლმე. მას ვერავინ უგებს. ყველა ამბავში, რომელიც თავს გადახდა, მართალი იყო. უნდოდა თავი დაეცვა და ყოფილიყო ბედნიერი. ძალიან თბილია, მოსიყვარულე და სასწაულად მიზანდასახული. მისი ერთადერთი უარყოფითი ისაა, რომ ადამიანების ნდობა მარტივად შეუძლია…

დედაჩემისგან ტასოსნაირ ქცევას ვერ დავუშვებ. ტასოს დღეში არასოდეს აღმოვჩნდები…“, აღნიშნავს ქეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები