LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან ლაღი და თავისუფალი ადამიანია, კარგად გავუგეთ ერთმანეთს” – როგორი ადამიანები მოსწონს მარიამ გოგოლაძეს და რას ფიქრობს გიორგი ბარბაქაძეზე

255
befunky-collage-2024-02-12t232501.126-2024-02-12_23-25-07_847550

მარიამ გოგოლაძე, რომლის პერსონაჟი სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მთავარი გმირია, ჟურნალ ,,თბილისელებთან” ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ საუბრობს:

მარიამი მკითხველს უყვება, როგორი ურთიერთობა აქვს რეალურ ცხოვრებაში ჯეკოს როლის შემსრულებელთან.

– ჯეკოს როლის შემსრულებელს, გიორგი ბარბაქაძეს როგორ შეეწყვე, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

– თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან ლაღი და თავისუფალი ადამიანია, მასთან კომუნიკაცია მარტივია. როცა ერთად გვქონდა გადაღებები ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. რომ ვუყურებდი, რამდენად თავისუფლად თამაშობდა, რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ უკვე ბევრი წელია, ამ საქმეს აკეთებს, მეც გადმომედო მისი განწყობა და ეს ძალიან დამეხმარა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. სერიალიც მიღმაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ.

– სერიალში სიყვარულის ხაზია აქტუალური. რა ხდება ამ მხრივ რეალურად?

– არაფერი, შეყვარებული არ ვარ. სხვათა შორის, არც მინდა, რომ ვიყო. ახლა სხვა საქმეები უფრო მნიშვნელოვანი მგონია.

– როგორი ადამიანები მოგწონს?

– ხასიათით ჩემნაირი ბიჭები მომწონს. არ მომწონს, როცა ძალიან სერიოზულები არიან, გართობაც კი არ შეუძლიათ და სულ მოჭიმული სახეებით სხედან. მიყვარს ლაღი და მხიარული ბიჭები, რომლებიც სიტუაციის შესაბამისად იქცევიან. თუ ვიზუალზე ვისაუბრებთ, ძალიან მომწონს შავგვრემანი ბიჭები, ქერები – არა. ჩემთვის შავგვრემანი ბიჭები უფრო ეშხიანები არიან. დომინანტური ხასიათის ბიჭები მომწონს და მგონია, რომ შავგვრემნები უფრო ასეთები არიან. შეიძლება, სისულელეა გარეგნობასთან თვისებების დაკავშირება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ (იცინის).

magti 5g