LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„​დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად  ის საკუთარ თავზე ზრუნავს, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს“ – ნათია ფანჯიკიძე

299
natia-fanjikidze20245

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ განმარტა, რატომ შფოთავენ განსაკუთრებულად დედები შვილების გამო.

დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ის ის ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით. როდესაც დედა ბავშვს ეუბნება: „ფრთხილად იყავი, არ წაიქცე,“ მას ჰგონია, რომ ამით დაიცვა ბავშვი. სინამდვილეში ამით მან ბავშვს დაუბლოკა სხეულებრივი მოძრაობა, გახადა მოუქნელი. შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბავშვი უმიზეზოდ ეცემოდეს პარკეტზე.

ამით დედამ აუცილებლად გაზარდა იმის შანსი, რომ ბავშვი წაიქცეს. ზედმეტმა სიფრთხილემ შეკრა სხეული. ბავშვობაში ყველას გვიტრიპაჩია. დავუშვათ რაღაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე. ძალიან მინდოდა, რომ ვინმესთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვარ. იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ამ მილზე ფარფატით, რომ ყველას ეგონება თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუკი დავფიქრებულვარ, რომ ახლა ფეხი არ ჩამივარდეს, აუცილებლად იკარგება კონცენტრაცია. ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანისას მოგდის მარცხი,” – ამ თემაზე ნათია ფანჯიკიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g