LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​„ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ბავშვს, რომ ძალიან სუფთა იყოს, ტალახი და მოფანტული სათამაშოები ბავშვისთვის რომანტიკაა“ –  ყარამან ფაღავა

537
karamanfagava

პედიატრმა ყარამან ფაღავამ 6 წლამდე ბავშვების განვითარების ეტაპებზე ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ერთი წლიდან ექვს წლამდე, სკოლამდელი ასაკის პერიოდი.აქ ყალიბდება პიროვნების საფუძვლები. იქ სხვადასხვა მომენტებია, მაგ. წესიერება, სისუფთავე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ბავშვს, რომ ბავშვი ძალიან სუფთა იყოს. ტალახი ბავშვისთვის რომანტიკაა. წესიერება კი ბავშვს უნდა შევაჩვიოთ. კი ისიც რომანტიკაა, რომ სათამაშოები მოფანტულია, მაგრამ მაინც უნდა მივაჩვიოთ, რომ დღის ბოლოს სათამაშოები ლამაზად დააწყოს. ეს იქნება წესრიგის შესწავლა და სილამაზის აღქმის განვითარება. დაწყობილ ნივთებს თავისი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.

დამოუკიდებლად ჩაცმა ბავშვისთვის ამოცანაა. ერთი წლის ბავშვს ნუ ვაიძულებთ, რომ თასმები შეიკრას. თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ ამას. ყოველი ქმედება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. პამპერსის გამოყენება ძალიან დიდხანს არ გვინდა, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. ბიჭის სასქესო ორგანოს განვითარებისთვის გრილი გარემოა უკეთესი, ზედმეტი ჩათბუნება არ ვარგა. ამიტომ სჯობს, რომ რაც შეიძლება ადრე გადავაჩვიოთ საბავშვო საფენებს, „ – ამბობს ყარამან ფაღავა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g