ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ვილნიუსი აღმოჩნდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების რეიტინგი გაასაჯაროვა.
სწორედ აღნიშნულ რეიტინგში ლიდერობს ვილნიუსი, მეორე ადგილზე ვარშავაა, მესამე პოზიციას – დორტმუნდი და კატოვიცე იყოფენ, მეოთხე ადგილზე ბერლინი მოხვდა, მეხუთეზე კი ასევე გერმანული ქალაქი – მემინგემია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 617 ათას 373 მგზავრს მოემსახურა, რაც 53%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.