დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ 1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი “ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება”. პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. მისივე თქმით, საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციები ზედმიწევნით იყო დაცული, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო… ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”– განაცხადა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.
შეიძლება, ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში – იმნაძე