LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში – იმნაძე

419
BeFunky-collage

დაავადებათა კონტროლიის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქებისას, საკლასო სწავლა შესაძლოა, მთელ ქვეყანაში ერთდროულად არ დაიწყოს. პაატა იმნაძის თქმით, სწავლა შესაძლოა ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში.

“როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”. – განაცხადა იმნაძემ გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში”.

ვისაც ეწყინა, რომ ჩვეულებრივია, ახლა ასე დავარქმევ… ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ კოვიდზე მუშაობს – იმნაძე

მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები თავიდან მხოლოდ 6 დიდ ქალაქს შეეხო და დეკემბრამდე სოფლის სკოლები ფუნქციონირებდა.

“ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველაფერი შეიძლება ამუშავდეს, თუ ასე დავჯექით, 2023 წლამდე ასე ვიქნებით…” – გიორგი ფხაკაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები