LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა

43

2017 წლის 1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები, 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველა დაზარალებულ ჯგუფს – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომზადდება რეკლამის შესახებ კანონპროექტიც, რომლის მიხედვით, ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით.

”ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g