LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 კგ ადგილობრივი ყველი საქართველოში, საშუალოდ, 7.39 აშშ დოლარი ღირს

106
ქართული-ყველი

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, ადგილობრივი ყველის ფასის რეიტინგი განაახლა.

მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1 კგ ადგილობრივი ყველი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 27.84 აშშ დოლარი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – 3.30 აშშ დოლარი ეგვიპტეში ღირს.

რეიტინგში მოხვედრილ 124 ქვეყანას შორის საქართველო 96-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კგ ადგილობრივი ყველი, საშუალოდ, 7.39 აშშ დოლარი ღირს.

მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კგ ადგილობრივი ყველი ყველაზე ძვირად – 10.03 აშშ დოლარად თურქეთში, ყველაზე იაფად – 4.75 აშშ დოლარად კი აზერბაიჯანში იყიდება. რაც შეეხება სომხეთს, აღნიშნული პროდუქტის ფასი აქ 7.90 აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g