LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში: ირაკლი ღარიბაშვილი

64
ღარბაშვილი

„პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა, რისთვისაც კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყოს მიღწეული და შესრულებული. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g