2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში ჩატარებული 1 802 612 აცრიდან, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამი) 1 699 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ლეტალური შედეგი დადგა 6 შემთხვევაში.
სტატისტიკური მონაცემები ასახულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
აღნიშნული კვლევის მიხედვით:
? 15 მარტიდან – 1 ოქტომბრის მონაკვეთში “ფაიზერით” ვაქცინაციის დროს 892 შემდგომი გართულება დაფიქსირდა;
? “ასტრაზენეკას” ვაქცინაციის დროს კი 363 იშგამ-ი.
? “სინოვაკით” ვაქცინაციისას 135 შემდგომი გართულება;
? “სინოფარმის” ვაქცინაციისას 309;
ამავე ანგარიშის მიხედვით, იშგამების ყველაზე მაღალი – 30.1% – 60 წელს ზემოთ კატეგორიაზე მოდის.
აცრის შემდგომი გართულების 1 699 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 180 შემთხვევა, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 156 პაციენტი (44- სტაციონარი, 112- ამბულატორია) ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 6 შემთხვევაში (სტაციონარში – 5, ბინაზე – 1), სერიოზული იშგამების წილი კი – 0,01%-ია.
NCDC-ს დოკუმენტის მიხედვით, 6 ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
ანგარიშშია აღნიშნულია, რომ იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილულია იშგამის 102 შემთხვევა: იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი – 60; არათავსებადი – 29; გაურკვეველი – 12.
ყველაზე ხშირად აღრიცხული იშგამებისას დაფიქსირდა მათ შორის, ჯამში 9 სავარაუდო ანაფილაქსიის შემთხვევა, 213 ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მატების 360 შემთხვევა და სხვ.
ვრცლად ანგარიშის შესახებ: